ლიტერატურული კონკურს-ფესტივალი "ქუჯის" დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა ზუგდიდის ტექნოპარკში. გამარჯვებული პოეტი ზაურ გერგედავა გახდა.
ფესტივალი "ქუჯი" მეშვიდედ ჩატარდა. მის მიზნად პოეზიის პოპულარიზება და ახალგაზრდა პოეტების ხელშეწყობა სახელდება.
ღონისძიება ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ფესტივალის ფარგლებში შედგა.