16 აგვისტო 2026,   02:24
ვრცლად
ირაკლი ზარქუა: ქართველი ხალხისთვის ნათელია, რომ ჩვენ მოსახლეობას ვხვდებით, ანგარიშს ვაბარებთ, ხოლო ე.წ. ოპოზიცია ზოგი ევროპაშია, ზოგი აშშ-ში, ზოგი ჩრდილოეთში და დაკვეთებს იღებენ. ესა განსხვავება - ვინ ემსახურება ქართულ ინტერესებს და ვინ თავის პატრონებს

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა ოპოზიციის წარმომადგენლების საგარეო ვიზიტებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოპოზიცია ურთიერთობს არა ხალხთან, არამედ დამკვეთებთან დავალებების მისაღებად ჩადის.

"კიდევ ერთხელ ვამბობ, ქართველი ხალხისთვის ნათელია, რომ ჩვენ მოსახლეობას ვხვდებით, ანგარიშს ვაბარებთ, ხოლო ჩვენი ე.წ. ოპოზიცია დადის - ზოგი ევროპაშია, ზოგი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ზოგი ჩრდილოეთში ჩადის და იქიდან დაკვეთებს იღებენ. აი ეს არის განსხვავება - ვინ ემსახურება ქართულ ინტერესებს და ვინ თავის პატრონებს სხვადასხვა ქვეყნიდან", - განაცხადა ზარქუამ.

 

დღის ამბები