21 აგვისტო 2026,   14:23
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა გამოკითხვები გრძელდება - მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოძიების კითხვებს "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელმა უპასუხა

საქალაქო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა გამოკითხვები გრძელდება. მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოძიების კითხვებს "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელმა, ნინო ევგენიძემ უპასუხა. მუხლი, რომლითაც საქმეა აღძრული, ითვალისწინებს საბოტაჟის, უცხოური ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და ქვეყნის უშიშროების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ევგენიძე ფიქრობს, რომ ყველა კითხვას პასუხი გასცა. 

"ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ანგარიშები არ ყოფილა დაყადაღებული. ჩვენი სახსრები არ ყოფილა გამოყენებული საერთოდ არაფრის შესაძენად. გარდა იმისა, რომ პროტესტის მონაწილეები ვიყავით, არ მიგვიღია არანაირ ორგანიზებაში მონაწილეობა და სხვადასხვა აქტივობებში. მე ვფიქრობ, რომ ყველა კითხვას გაეცა პასუხი", - აცხადებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ევგენიძე.

განცხადება გააკეთა პროკურორმა, ლაშა კოტრიკაძემ. 

"მან დაადასტურა, რომ აქციებში იღებდა მონაწილეობას, თუმცა როდესაც კითხავ დავსვით, რა იყო მისი დამოკიდებულება აქციების მიმართ, როდესაც ის იღებდა კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, უცნაური პასუხი მივიღეთ ამაზე, რომ მას მსგავსი რაღაც არც აქციაზე უნახავს და არც ტელევიზიით. ის ფაქტი, რომ აქციის მონაწილეები იყენებდნენ მოლოტოვის კოქტეილს, ქვებს და სხვადასხვა საშუალებებს, მთელი საქართველო უყურებდა და ცოტა უცნაურია იმის უარყოფა, რომ აქცია იყო მხოლოდ მშვიდობიანი და სხვა ძალადობებს ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება კონკრეტულად პირბადეების და სხვადასხვა საშუალებების შეძენას, როდესაც ეს კითხვა დავსვით, თქვა, რომ არ ახსოვს რომ მსგავსი საშუალებები შეძენილი აქვს მის ორგანიზაციას", - აცხადებს პროკურორი ლაშა კოტრიკაძე.

 

 

დღის ამბები