"ქართული ოცნების" ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ზაქარია წიკლაურმა ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, სოზარ სუბარი ესწრებოდა.
კანდიდატმა ადგილობრივებს მისი ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო და მათგან მათი საჭიროებებისა და პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
როგორც ზაქარია წიკლაურმა აღნიშნა, ამ უბანში განხორციელდა მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები - მოეწყო რეკრეაციული სივრცე, სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მუნიციპალიტეტმა დააგო გზის საფარი და მოაწესრიგა ტროტუარები.