რუსთავში "ქართული ოცნების" აქტიური საარჩევნო კამპანია გრძელდება.
ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სამაჟორიტარო ოლქში შეკრებილ რუსთაველებს, ნინო ლაცაბიძემ და მაჟორიტარობის კანდიდატმა მიხეილ მუზაშვილმა ის პროექტები გააცნეს, რომლის განხორციელებაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში აქვთ დაგეგმილი.
მოსახლეობასთან შეხვედრებს "ქართული ოცნება" რუსთავის ათივე სამაჟორიტარო ოლქში ყოველდღიურად მართავს.