წინასაარჩევნო კამპანიის კულმინაცია და ახალი საიმიჯო კლიპი - "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო ვიდეორგოლისთვის ისევ გოგი ცაბაძის ლეგენდარული მუსიკა აირჩია. თბილისზე ყველაზე პოპულარული სიმღერის ახლებური ინტერპრეტაცია, რეპერ ზაზა ნოზაძეს ეკუთვნის. შემსრულებელიც თავადაა. კლიპზე მუშაობისას, მთავარი ინსპირაცია თბილისური ისტორიები და ტრადიციები იყო.
პრეზენტაციის მასპინძელი დედაქალაქის მერი იყო. კახა კალაძემ განაცხადა, რომ საარჩევნო კამპანიის დროს თბილისელებისაგან ყოველდღიურად გრძნობს მხარდაჭერას, რაც მისთვის დამატებითი მოტივაციაა.
საარჩევნო კლიპის პრეზენტაციაზე მხარდამჭერებს მიმართა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძემ იმ სიახლეებზე ისაუბრა, რომელიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში, დედაქალაქის განვითარებისთვის არის დაგეგმილი. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატის გამარჯვებას პირველივე ტურში ელოდება პარლამენტის თავმჯდომარე.
არჩევნებამდე ორი კვირა დარჩა. მმართველი გუნდი 4 ოქტომბრის დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება.