16 აგვისტო 2026,   09:20
ვრცლად
დონალდ ტრამპმა ულტრამემარცხენე ანტიფაშისტური მოძრაობა "ანტიფა" ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა - "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის ყველა ის ნაბიჯი მისასალმებელია, რომელიც რადიკალიზმის პრევენციას ემსახურება

საჯარო დაპირება დონალდ ტრამპმა წლების შედეგ შეასრულა და ულტრამემარცხენე ანტიფაშისტური მოძრაობა „ანტიფა" ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. გადაწყვეტილებას წინ კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობა უძღოდა. ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტმა შესაბამის უწყებებს ორგანიზაციის დამფინანსებლების საქმიანობის გამოძიებაც დაავალა.

ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოში შეაფასეს. "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის ყველა ის ნაბიჯი მისასალმებელია, რომელიც რადიკალიზმის პრევენციას ემსახურება.

როცა საქმე, ამერიკის ახალი ადმინისტრაციისა და "ქართული ოცნების" პოლიტიკურ თანხვედრას ეხება, ოპოზიციის ნაწილს თემაზე საუბარი არ სურს, მეორე ნაწილისთვის კი რადიკალიზმი მიუღებელია.
   
რადიკალიზმის ხელშეწყობა უნდა შეწყდეს- დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, დღეს სოციალური ქსელით პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილი ევროკავშირს, შტატების ახალი ადმინისტრაციის, ახალი გადაწყვეტილების გაზიარებას ურჩევს.
 
ნებისმიერი სახის რადიკალიზმის წინააღმდეგ საქართველო მთავრობა ისეთივე მკაცრი იქნება, როგორიც ამერიკის ახალი ადმინისტრაცია- ამის შესახებ დღეს პრემიერ მინისტრმა განაცხადა. ირაკლი კობახიძე "დიფ სთეითის" გავლენებზე საუბრობს და ამბობს, რომ ხელისუფლების ამოცანა ძალადობრივი დაჯგუფებებისგან ქვეყნის დაცვაა.
 
ამერიკის პრეზიდენტმა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას დღეს სოციალური ქსელით შეატყობინა.

 

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები