19 აგვისტო 2026,   01:38
ვრცლად
საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატებს რთველში უმასპინძლა - კახეთში ელჩებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერკლასები გაიმართა

ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვან ისტორიას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გაეცნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მათ კახეთში უმასპინძლა, სადაც მონაწილეობა "რთველი 2025-ში" მიიღეს.

"შატო ზეგაანში" ქართული ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერკლასები გაიმართა. სტუმრებმა ვაზის უნიკალური ჯიშები მოინახულეს და ღვინის დაყენების ტრადიციულ და თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნენ.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, მსგავსი ღონისძიებები დიპლომატიური კორპუსის წევრებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მდიდარ კულტურასა და ტრადიციებს ეზიარონ.

რთველში საგარეო საქმეთა მინისტრსა და დიპლომატიურ კორპუსთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ და სახელმწიფო რწმუნებულიც მონაწილეობდნენ.

ღონისძიების ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ უცხოელ დიპლომატებს მევენახეობა-მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან მნიშვნელობასა და 2025 წლის რთველის მიმდინარე პროცესზე ინფორმაცია მიაწოდა.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები