პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ელენე ხოშტარიას მიერ გირაოზე უარის თქმა შეაფასა და აღნიშნა, რომ ხოშტარიამ თვითონაც არ იცის რა უნდა.
მათიკაშვილის განმარტებით, ელენე ხოშტარია საზოგადოებისგან აბსოლუტურად ნდობადაკარგული ე.წ. პოლიტიკოსია, რომელიც მათი პატრონების მიერ რადიკალიზმში გამოიყენება.
"რა უნდა თვითონაც არ იცის. მიდის, აზიანებს ისეთ ნივთს, რომელზეც კარგად იცის, რომ აუცილებლად მოსთხოვენ სისხლის სამართლებრივ პასუხს. არ ეთანხმება იმას, რომ მას აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას არ უსჯიან და ა.შ. ეს საზოგადოებისგან აბსოლუტურად ნდობადაკარგული ე.წ. პოლიტიკოსია, რომელიც გამოიყენება რადიკალიზმში, როდესაც ეს სჭირდება მათ პატრონებს", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ გირაოს არ გადაიხდის. ხოშტარიას 5000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.