გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა, ბოდბეში ნუშის ბაღი დაათვალიერა. კომპანიამ საქართველოში 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, მომდევნო ეტაპზე ინვესტიციების გაფართოება იგეგმება.
ამჟამად, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ნუშის ბაღები 220 ჰექტარზეა გაშენებული. ახალი პროექტების ფარგლებში კი ტერიტორია გაორმაგდება.
"მოვინახულეთ ნუშის ბაღები, რომელიც არის 220 ჰექტარზე გაშენებული კერძო ინვესტიცია. ეს არის 20 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია და გეგმა არის, რომ 500 ჰექტარზე იყოს გაზრდილი. ძალიან დიდ მნიშვნელობა აქვს, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერა ამ პროექტის განხორციელებისთვის იყო მნიშვნელოვანი. ჩვენ მზად ვართ, რომ მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი მსგავს ინიციატივებს. ჯამში, ეს ყველაფერი ქმნის ძალიან მნიშვნელოვან ბაზის ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.