06 აგვისტო 2026,   09:23
ვრცლად
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მესტიაში, თეთნულდის მწვერვალზე, დაშავებული ტურისტი გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მესტიაში, თეთნულდის მწვერვალზე მყოფი დაშავებული ტურისტის სიცოცხლე გადაარჩინეს.

 

"მეხანძრე-მაშველებმა, შესაბამისი აღჭურვილობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართულობით, ტურისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

შემოსული ინფორმაციის თანახმად, მესტიაში, თეთნულდის მწვერვალზე, ზღვის დონიდან 5000-მდე მეტრის სიმაღლეზე, ალპურ ზონაში იმყოფებოდა ტურისტთა ჯგუფი, ერთ-ერთი მათგანი კი შეუძლოდ გახდა და ესაჭიროებოდა სასწრაფო დახმარება.

სამაშველო ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მესტიის სამთო-სამაშველო ჯგუფთან ერთად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მონაწილეობდა", - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში. 

დღის ამბები