16 აგვისტო 2026,   02:20
ვრცლად
ამ კანონის მიზნები გაცილებით შორსმიმავალია და, როგორც ჩანს, არასამთავროო ორგანიზაციები სწორედ ამ საბაბით არ აპირებენ დაემორჩილონ მას - გიორგი შარაშიძე "ფარა-ს" ქართულ ანალოგში რეგისტრაციაზე

ანტიკორუფციული ბიურო მოკვლევას იწყებს "სოლიდარობის ფონდ PL საქართველოს“ გარშემო, რომელიც პოლონეთის სახელმწიფოს მიერ ფინანსდება და უარს ამბობს "ფარას" ქართულ ანალოგში რეგისტრაციაზე. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობს და რომლის წევრებიც აქტიურად მონაწილეობენ მათი ეგიდით გამართულ ღონისძიებებში.

ამავე ორგანიზაციის წევრია აქტივისტი, რომლის სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები და კავშირები ევროკავშირის ელჩთან, რამდენიმე დღეა თბილისში შეფასებების თემაა. მმართველი გუნდი პაველ ჰერჩინსკის მხრიდან ძალადობისა და რადიკალური აქტივისტების წახალისებაზე საუბრობს.

პარტიის ”გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, ამ კანონის მიზნები გაცილებით შორსმიმავალია და, როგორც ჩანს, არასამთავროო ორგანიზაციები სწორედ ამ საბაბით არ აპირებენ, დაემორჩილონ მას.

"ამ კანონის მიზნები გაცილებით შორსმიმავალია. როგორც ჩანს, ეს არასამთავროო ორგანიზაციები სწორედ ამ საბაბით არ აპირებენ, დაემორჩილონ ამ კანონს და ეს მათ გადაწყვეტილებაა. ევროკავშირის ელჩი გააკრიტიკო იმის გამო, რომ ხვდება ახალგაზრდებს და ესაუბრება მათ იმაზე, რომ მათ დემოკრატიის და კანონის ფარგლებში შეუძლიათ პროტესტი გამოხატონ, რა თქმა უნდა, ეს ვერანაირად ვერ შეფასდება ძალადობისკენ მოწოდებად", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

დღის ამბები