16 აგვისტო 2026,   06:53
ვრცლად
დავით სონღულაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის მინისტრს უმასპინძლა

ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრს ქართველმა კოლეგამ უმასპინძლა. მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობაზე. გადაწყდა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც იმუშავებს როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ვაჭრობის მიმართულებით. შემუშავდება თანამშრომლობის მემორანდუმი.

"ორ ქვეყანას შორის არსებობს დიდი შესაძლებლობები როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ვაჭრობის, ასევე გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც
განსაზღვრავს იმ პრიორიტეტებს, რაც ორივე ქვეყნის ინტერესებშია", - აცხადებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი.

შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტისა და იმპორტის განვითარების მნიშვნელობაზე.

"ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში და ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა მინისტრთან და სამინისტროს მთელ გუნდთან. ვაპირებთ შევქმნათ ჯგუფი, რომელიც იმუშავებს საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობის შემდგომ განვითარებაზე, რათა კიდევ ერთი საფეხურით წინ წავიწიოთ. ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, ბევრი რამ ჯერ კიდევ გვაქვს სასწავლი ერთმანეთისგან", - განაცხადა ავი დიხტერმა, ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის მინისტრმა.

დღის ამბები