უკრაინა რუსეთს დრონებით უტევს. პეტერბურგთან ახლოს ქალაქ პრიმორსკში მდებარე პორტში უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმის შემდეგ მასშტაბური ხანძარია - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
როგორც მედია წერს, განადგურებულია ერთ-ერთი საზღვაო ხომალდი. დრონებით თავდასხმის საშიშროების გამო დახურულია 4 აეროპორტი. შეჩერებულია ფრენები.
აფეთქებების ხმა ისმის ბრიანსკის, სმოლენსკის, ორლოვსკის, ტულის და მოსკოვის ოლქებშიც.
რუსეთის დედაქალაქის მიმდებარედ, ადგილობრივი მედიის ცნობით, 9 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.