28 ქალაქში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატებს კონკურენტები არ ჰყავთ. ლელოსა და გახარიას გუნდებმა 431 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატებიც ვერ წარადგინეს, ვერ დააკომპლექტეს საარჩევნო კომისიის წევრებიც - ჯამში 1590 უბანზე.
მერობის კანდიდატების გარეშე დარჩენილმა ალიანსმა, თავის მართლება სხვა ოპოზიციური პარტიების დადანაშაულებით სცადა.
ოპოზიციის ოპოზიციაში მყოფი პარტიები კი ამბობენ, რომ "ლელო -გახარიას" ალიანსმა კანდიდატების წარდგენა ამომრჩეველთა უნდობლობის გამო ვერ შეძლო.
პოლიტიკურ საფასურს "გახარია-ლელოს" გუნდები 4 ოქტომბერს გადაიხდიან - "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი და მოქმედი მერი ამბობს, რომ მისმა ოპონენტებმა ამომრჩევლის ნდობა და მხარდაჭერაც დაკარგეს.
"ლელო - გახარიას" პარტიები გარედან დაფინანსებული დაჯგუფებებია პრემიერ მინისტრისთვის. ირაკლი კობახიძის თქმით, ის რომ ორმა პარტიამ კანდიდატების წარდგენაც ვერ მოახერხა, მათ პოლიტიკურ რესურსზე მიუთითებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა კი 4 სექტემბერს დასრულდა.
ავტორი: ნანა გოგატაძე