19 აგვისტო 2026,   06:03
ვრცლად
"23 წლის სტუდენტი გოგონა დააკავეს კახი კალაძის ბანერის დაზიანების გამო, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლით... წესით და რიგით, დაჯარიმებას ექვემდებარება" - ლევან სანიკიძე

დღეს წაუყენებენ ბრალს იმ სამ პირს, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე მომხდარზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს. ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულთაგან ორს გამოძიება საპროტესტო აქციის მსვლელობისას, აქციის მონაწილეებზე ფიზიკურ ძალადობას ედავება.

პირი, რომელიც ქალს სახეში ხელს ურტყამს - ზაზა მამალაძეა. ირაკლი ბუაჩიძეა ის, ვინც წაქცეულს ხელკეტი დაარტყა. კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაზე კი დაკავებულია ირმა დიასამიძე. ბრალდებულებიდან ორი, მმართველი გუნდის მომხრე, ერთი კი ოპოზიციის აქტივისტია.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან სანიკიძე ამბობს, რომ ბანერის დაზიანების ფაქტზე დაკავებული ახალგაზრდა არა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მუხლს, არამედ დაჯარიმებას ექვემდებარებოდა. 

"360-იანი გადაღების კამერით ვისაც გადაუღეს და სახეზე აღბეჭდეს, ისინი დაიჭირეს, იმიტომ, რომ სხვა გზა არ იყო. ეს კაცი 15 წუთში ამოიცნო მთელმა ქვეყანამ და მოუხდათ მისი დაჭერა, აბა, რა იქნებოდა. კიდევ ძალიან ბევრია დასაკავებელი. ჩვენ მხარეს, მნიშვნელოვანია ის, რომ 23 წლის სტუდენტი გოგონა დააკავეს კახი კალაძის ბანერის დაზიანების გამო სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლით. წესით და რიგით, დაჯარიმებას ექვემდებარება." - აცხადებს ლევან სანიკიძე.

დღის ამბები