16 აგვისტო 2026,   00:21
ვრცლად
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია არაბთა გაერთიანებული საამიროების იუსტიციის მინისტრს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია არაბთა გაერთიანებული საამიროების იუსტიციის მინისტრს, აბდულა ალ ნუაიმის შეხვდა. არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. ხაზი გაესვა იუსტიციის სფეროში გატარებულ რეფორმებს, სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

შეხვედრის დასასრულს, პაატა სალიამ აბდულა ალ ნუაიმი გაეროს საჯარო სერვისების ფორუმზე მიიწვია, რომელიც 2026 წელს, იუსტიციის სამინისტროსა და გაეროს ორგანიზებით, თბილისში გაიმართება.

დღის ამბები