მოკლულია ამერიკული კონსერვატიული ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და დონალდ ტრამპის მოკავშირე ჩარლი კირკი. კირკი წლების განმავლობაში იბრძოდა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ. მას იუტას ველის უნივერსიტეტში სწორედ მაშინ ესროლეს, როდესაც ის პასუხობდა კითხვას ტრანსგენდერ ადამიანებზე, რომლებიც შტატებში მასობრივი სროლების ჩამდენებად მოიხსენიებიან.
სასიკვდილოდ დაჭრილი 31 წლის აქტივისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პოლიცია მკვლელს ამ დრომდე ეძებს.
შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მაიკ ჯონსონის განცხადებით, პოლიტიკური ძალადობა ამერიკულ საზოგადოებაში ზედმეტად ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, მაგრამ ეს მათი იდენტობა არ არის.
"რაც მოხდა, საზარელია. პოლიტიკური ძალადობა ამერიკულ საზოგადოებაში ზედმეტად ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, მაგრამ ეს ჩვენი იდენტობა არ არის. ეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქრისტიანული მემკვიდრეობის, ჩვენი სამოქალაქო საზოგადოებისა და ჩვენი ამერიკული ცხოვრების წესის ძირითად პრინციპებს არღვევს. ეს უნდა შეჩერდეს. ყველა პოლიტიკურ ფიგურას, ყველა მათგანს, ვისაც გავლენა აქვს, ხმამაღლა და გარკვევით უნდა ვუთხრათ, რომ უთანხმოება და დავები ცივილიზებული გზით უნდა გადაწყდეს. პოლიტიკური ძალადობა უნდა დაიგმოს და შეწყდეს", - განაცხადა შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა.