15 აგვისტო 2026,   22:18
ვრცლად
ევროპის საუკეთესო ოცეულში და მსოფლიოში 35-ე ადგილი - კორუფციის არარსებობის ინდექსით, საქართველომ 67% მიიღო და ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს, ასევე ევროკავშირისა და ნატოს წევრ სახელმწიფოებს გაუსწრო

ევროპის საუკეთესო ოცეული და მსოფლიოში 35-ე ადგილი. კორუფციის არარსებობის ინდექსით, საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით, 67% მიიღო და ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატს და ევროკავშირის, ნატოს წევრ 14 სახელმწიფოს გაუსწრო.

ევროკომისიის მიერ მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის ფარგლებში გამოქვეყნებული ინდიკატორი, მთავრობაში კორუფციის არარსებობას იკვლევს. განიხილავს კორუფციის სამ ფორმას: მექრთამეობას, საჯარო და კერძო ინტერესების არასათანადო გავლენას და რესურსების მითვისებას. დოკუმენტში საქართველოს მიერ ნაჩვენები დადებითი შედეგის მიუხედავად, მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ მსგავსი ინდექსები ქვეყანაში არსებულ რეალობას არ შეესაბამება.

კვლევამ ის ქვეყნებიც გამოავლინა, სადაც კორუფციის დონე მაღალია. ინდექსის მიხედვით, ევროპაში კორუფციის სიდიდით, პირველ ადგილზე უკრაინა, მეორეზე ალბანეთი, მესამე პოზიციაზე კი მოლდოვაა. ამ მონაცემების ფონზე, მმართველი გუნდისთვის უფრო გაუგებარია ევროკომისიის მხრიდან არასამართლიანი მიდგომები. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ობიექტური შეფასების პირობებში, სხვადასხვა სფეროში საქართველოს პროგრესი თვალსაჩინოა.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი აწარმოებს.

დღის ამბები