ინფრასტრუქტურის მინისტრი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა. რევაზ სოხაძემ სამინისტროს გუნდთან ერთად ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს სამინისტროს სისტემაში განხორციელებული სიახლეები, მიმდინარე პროცესები და სტრატეგიული გეგმები გააცნო, მათ შორის, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელებაც უახლოეს პერიოდში დაიწყება.
ბიზნესასოციაციის წევრებმა კი კერძო სექტორში არსებული გამოწვევებზე ისაუბრეს.