დღეს სულ უფრო მეტი საქართველოს მოქალაქე აკეთებს არჩევანს ჩინური წარმოების ავტომობილებზე. ამის ერთ-ერთი, თუმცა არა ერთადერთი მიზანი მანქანების შედარებით ხელმისაწვდომი ფასებია. ავტო იმპორტი ჩინეთიდან სხვა ფაქტორითაც არის გაზრდილი – უკანასკნელ წლებში საგრძნობლად გაუმჯობესდა ჩინური ავტომობილების ხარისხი.
ბოლო დროს ჩინეთის ავტოინდუსტრიამ მნიშვნელოვანი განვითარება განიცადა. დაიხვეწა ავტომობილების დიზაინი, ამასთან, მანქანები აღიჭურვა უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებითა და ინოვაციური მახასიათებლებით. შედეგად, დღეს დარგის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ჩინური ავტომობილები ხარისხით უკვე აღარ ჩამოუვარდება კორეული, იაპონური და ზოგიერთი ევროპული ბრენდის მიერ წარმოებულ მანქანებსაც კი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინური ბრენდები ავტომობილების ფართო სპექტრს აწარმოებენ, მათ შორის, კომპაქტურ მანქანებს ქალაქში გადასაადგილებლად, სრულად ელექტრო მოდელებს, ჰიბრიდებს, დიდი ზომის SUV-ებს, სატვირთოებსა თუ სპეცტექნიკას. თითოეული სეგმენტი გათვლილია კონკრეტულ საჭიროებაზე და ბიუჯეტზე, რაც ნიშნავს, რომ თითქმის ყველა მომხმარებელს – იქნება ეს კერძო პირი თუ ბიზნესკომპანია – შესაძლებლობა აქვს, შეარჩიოს მისთვის ოპტიმალური ვარიანტი.
თუ ჩინეთიდან ავტომობილის ჩამოყვანას თქვენც გეგმავთ, მაშინ გირჩევთ სანდო იმპორტიორი კომპანია დაიხმაროთ, რათა თავიდან აირიდოთ იმპორტირების დროს წარმოქმნილი დაბრკოლებები და ზედმეტი ხარჯები. ერთ-ერთი ასეთ ქართული კომპანიაა Carmark, რომელიც უკვე წლებია წარმატებით ახორციელებს როგორც ახალი, ისე მეორადი ავტომობილებისა და მოტოციკლეტების ჩამოყვანას ჩინეთიდან.
Carmark-ის გამოცდილი გუნდი დაგეხმარებათ დეტალურად გაეცნოთ ჩინურ ბაზარს და შეარჩიოთ თქვენი მოთხოვნებისა და ბიუჯეტის შესაბამისი ავტომობილი. ამის შემდეგ კი, შეგიძლიათ მთელი პროცესი კომპანიას მიანდოთ – ის უზრუნველყოფს მოლაპარაკებების წარმართვას მომწოდებელთან, უხელმძღვანელებს მანქანის ტრანსპორტირებასა თუ განბაჟების პროცედურებს. გარდა ამისა, კომპანია მოგაწვდით დეტალურ ხარჯთაღრიცხვას, რისი დახმარებითაც თავიდან აირიდებთ გაუთვალისწინებელ ხარჯებს. მანამდე კი, თუ გსურთ, მიახლოებით გამოითვალოთ ავტომობილის ჩამოყვანის ბიუჯეტი, გამოიყენეთ Carmark-ის განბაჟების კალკულატორი.
დამატებითი დეტალებისთვის, დაუკავშირდით კომპანიის გამოცდილ გუნდს, გაიარეთ კონსულტაცია და გაეცანით მომსახურების პირობებს. საკონტაქტო ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს:carmark.ge/contact.
(R)