21 აგვისტო 2026,   19:55
ვრცლად
ცესკომ რეგისტრაციაში კიდევ 5 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია გაატარა

ცესკომ რეგისტრაციაში კიდევ 5 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია გაატარა. მათ შორის არის აზერბაიჯანის, სომხეთის, უნგრეთის და სლოვაკეთის სადამკვირვებლო მისიები.

ცესკოში სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა, მანამდე კენჭისყრა ჩატარდა. ამ საკითხს "ლელოსა" და გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს. ამ დროისთვის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის 20-მდე საერთაშორისო ორგანიზაციაა რეგისტრირებული.

"დღევანდელ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმსჯელა მნიშვნელოვან საკითხებზე. მათ შორის, დღევანდელ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაარეგისტრირა 5 საერთაშორისო ორგანიზაცია. ამ დროისთვის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჯამში არის რეგისტრირებული 16 საერთაშორისო ორგანიზაცია,“ - აცხადებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი, ნათია იოსელიანი.

 

 

დღის ამბები