16 აგვისტო 2026,   10:05
ვრცლად
ერთადერთი ლოგიკური მოცემულობა იქნებოდა, რომ მკაფიო და გულახდილი ბოდიში მოგვესმინა, თუმცა ის ჩადენილ ამორალურობას თავისი განცხადებით კიდევ უფრო აღრმავებს - დავით მათიკაშვილი აქტივისტ და ფსიქოლოგ ელენე ბერიკაშვილზე

პირი, რომელმაც ორი დღის წინ ბექა ოდიშარიას შეურაცხყოფა მიაყენა, მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. აქტივისტი და ფსიქოლოგი ელენე ბერიკაშვილი აცხადებს, რომ უკვირს, რა მიზნით აღელვებს საზოგადოებას ოდიშარიას მისამართით გამოთქმული ფრაზა.

არარაობა, ამორალურობა, - ბერეკაშვილი ბექა ოდიშარიას მისამართით წერს, რომ მის მიმართ არანაირი მორალი არ გააჩნია. "ქართული ოცნება" ლიბერალურ ფაშიზმზე საუბრობს, ფაქტი მიუღებელია ოპოზიციის ნაწილისთვისაც.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ერთადერთი ლოგიკური მოცემულობა იქნებოდა, ბერიკაშვილს მკაფიო და გულახდილი ბოდიში მოეხადა, თუმცა ის ჩადენილ ამორალურობას თავისი განცხადებით კიდევ უფრო აღრმავებს.

"ერთადერთი ლოგიკური მოცემულობა იქნებოდა, რომ მკაფიო და გულახდილი ბოდიში მოგვესმინა. ამისგან განსხვავებით, ჩვენ გვესმის და ვკითხულობთ ისეთ წინადადებებს, ფრაზებს ამ პიროვნებისგან, რომელიც აღრმავებს იმ ამორალურობას, რომელიც ჩაიდინა. მით უმეტეს, ბავშვთა ფსიქოლოგი ყოფილა. ლიბერალურ ფაშიზმს სადამდე შეუძლია დაიყვანოს ადამიანი, დაეშვას ადამიანი ამ მცდარ ანტურაჟში, რასაც ეს ლიბერალური ფაშიზმი ჰქვია. ეს ამის კიდევ ერთი კარგი დადასტურებაა", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები