16 აგვისტო 2026,   09:19
ვრცლად
"ლელოს" ქმედებები ჩვენთვის გაუგებარია, თუ არჩევნებს აზრი არ ჰქონდა, ახლა რა შეიცვალა გარდა იმისა, რომ ამ ადამიანებს აღარ უნდათ თავგანწირული ბრძოლა?" - ირაკლი ფავლენიშვილი

"ლელოს" ქმედებები ჩვენთვის გაუგებარია, თუ არჩევნებს აზრი არ ჰქონდა, ახლა რა შეიცვალა?" - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

როგორც ფავლენიშვილმა აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობა" სხვისი შეცდომების გამეორებას არ აპირებს და საკუთარი პოლიტიკური გეზი აქვს, რომელშიც მარტო არ არის.

"რაც შეეხება "ლელოს," მათი ქმედებები ჩვენთვის გაუგებარია, თუ არჩევნებს აზრი აღარ ჰქონდა, ახლა რა შეიცვალა? - უფრო მეტი პოლიტიკური ტყვე გვყავს, დასავლეთისგან კიდევ უფრო ჩახსნილები ვართ, უფრო მეტად რეპრესიული კანონმდებლობა არის - რა შეიცვალა ამ ქვეყანაში, გარდა იმისა, რომ ამ ადამიანებს უბრალოდ აღარ უნდათ თავგანწირული ბრძოლა. ჩვენ არ ვაპირებთ სხვისი შეცდომის გამეორებას, ჩვენ გვაქვს ჩვენი გეზი და ამ გეზში "ნაციონალური მოძრაობა" მარტო არ გახლავთ," - აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.

დღის ამბები