16 აგვისტო 2026,   05:25
ვრცლად
"მშვიდობიანი დამხობა" - ამ მუქარის ავტორს დღეს ტერმინების მნიშვნელობა და შინაარსი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა განუმარტა

"მშვიდობიანი დამხობა" - ამ მუქარის ავტორს დღეს ტერმინების მნიშვნელობა, ორ ურთიერთგამომრიცხავ სიტყვებს შორის ტოლობის ნიშნის დასმა და შინაარსი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა განუმარტა.

ლევან ხაბეიშვილის დაანონსებულ რევოლუციაზე, დღეს, ჟურნალისტებმა, მამუკა მდინარაძეს ჰკითხეს. უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსის განცხადებით, ოპოზიცია ტურბულენციას შეეცდება, თუმცა სუს-ის ერთ-ერთი ფუნქცია, ამის თავიდან აცილებაა. მამუკა მდინარაძე საზოგადოებას დაჰპირდა, რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვერავინ დააზიანებს.

მშვიდობიანი დამხობა - ეს ტერმინი მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში არაერთხელ გაიმეორა, თუმცა რას გულისხმობდა, ეს არ დააკონკრეტა. ხაბეიშვილს ბანი მისცა პაატა ბურჭულაძემ.

ლევან ხაბეიშვილს უერთდებიან "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრებიც. გახარიას გუნდი კი კოლეგებს რადიკალურ ქმედებებში ადანაშაულებს და ემიჯნება.

მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია ქვეყნის ფარგლებს გარედან იმართება და სწორედ უცხოური დაფინანსებით ცდილობენ ქვეყანაში არეულობასა და დესტაბილიზაციას. "ქართული ოცნება" ოპონენტებს ახსენებს, რომ კანონის ყველა დამრღვევი პასუხს სასამართლოს წინაშე აგებს.

"ქართულმა ოცნებამ" სააკაშვილის გუნდს კანონები შეახსენა, საზოგადოებას კი, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების პირობა მისცა.

დღის ამბები