19 ივნისი 2026,   07:12
ვრცლად
ომი უკრაინაში - ქალაქ ბილა-ცერკავზე რუსეთის თავდაცვის ძალების მიერ მიტანილ იერიშს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

უკრაინაში ომი გრძელდება - ქალაქ ბილა-ცერკავზე რუსეთის თავდაცვის ძალების მიერ მიტანილ იერიშს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. ხანძარი იყო სუმისა და ოდესის ოლქებშიც, სადაც, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. დაშავდა რამდენიმე ადგილობრივი.

კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას უკრაინაში ომის დასრულების საკითხი. ომში მყოფი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობენ ევროპელი ლიდერები, რომლებიც რუსეთისგან მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებასა და 3-წლიანი სამხედრო ესკალაციის შეჩერებას მოითხოვენ.

ცნობილი ხდება ისიც, რომ ინდივიდუალურად - ვლადიმერ პუტინს, სი ძინ პინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო.

დღის ამბები