ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს საქართველოზე ზეწოლა მათი მხრიდან არ ხდება მაგრამ გვინდა უფრო მეტი ანუ სტრატეგიული პარტნიორობა და ამის კონკრეტულ შედეგებში გადატანა", - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართა. მიხეილ ყაველაშვილი წერს, რომ საქართველოს მიმართ ტრამპის ადმინისტრაცია არ გამოხატავს სათანადო ყურადღებას, რაც მთავრობებს შორის სრული ღირებულებითი თანხვედრის ფონზე, ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს. საკითხებზე კი რომლებზეც შტატების ახალი ადმინისტრაცია ამახვილებს ყურადღებას, საქართველოს მმართველი გუნდი წლებით ადრე საუბრობდა, თუმცა იდენტური მსოფლმხედველობის მიუხედავად, მიხეილ ყაველაშვილის შეფასებით, ტრამპის ადმინისტრაციის ნაცვლად, კვლავ Deep state აქტიურობს, რომელიც USAID-ის, NED-ის და სხვა მსგავსი ორგანიზაციების ხაზით საქართველოში კვლავაც დესტაბილიზაციის შემოტანას და მშვიდობის დარღვევას ცდილობს.
მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ შტატებმა მჭიდრო ურთიერთობები დაამყარა საქართველოს ყველა მეზობელთან, მაგრამ არაფერს ამბობს საქართველოს შესახებ. პრეზიდენტი გამოთქვამს იმედს, რომ დამოკიდებულება შეიცვლება და აცხადებს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზნის რეალიზებას, სუფთა ფურცლიდან აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა.