19 აგვისტო 2026,   09:12
ვრცლად
გრიგოლ გეგელია - ის, თუ სად იქნება გიორგი გახარია ეს არის მისი გადასაწყვეტი, ჩემთვის სრულიად გასაგებია ბრძოლის ეს ტაქტიკა, რაც ბატონ გახარიას აქვს არჩეული

აპირებს თუ არა გიორგი გახარია საქართველოში დაბრუნებას - არსებული ინფორმაციით მანს გერმანიაში ბინადრობის ნებართვა მიიღო და უცხოურ ბანკში ანგარიშის გახსნას ელოდება. "ქართული ოცნებისთვის" ეს ფაქტი, კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე ქვეყნიდან გაიქცა.

"ლიდერი გაურკვეველი პოლიტიკური ტრაექტორიით"- ასე მოიხსენიეს გახარია, დღეს ნაციონალურ მოძრაობაში. შეფასება გაკეთდა ლელოშიც, რომელსაც გიორგი გახარიას გუნდთან საარჩევნო ერთობა აქვს.

"ის, თუ სად იქნება გიორგი გახარია ეს არის მისი გადასაწყვეტი, მით უმეტეს იმ პირობებში, რაშიც შეიძლება ის სამართლებრივად აღმოჩნდეს. ჩემთვის სრულიად გასაგებია ბრძოლის ეს ტაქტიკა, რაც ბატონ გახარიას აქვს არჩეული. ჩვენ, მის გუნდთან ძალიან ინტენსიურ კოორდინაციაში ვართ და ძალიან კარგად ვმუშაობთ ყოველდღიურად იმისათვის, რომ რეალური შედეგი იქნას მიღწეული,"- აცხადებს პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია.

დღის ამბები