19 აგვისტო 2026,   04:27
ვრცლად
დაპირისპირება ოპოზიციაში - მმართველი გუნდის ლიდერები ოპონენტებს შორის დაწყებულ დაპირისპირებას, "მორალური ღირებულებებისგან დაცლილს" უწოდებენ

ბოდიშის მოხდა თამარ ჩერგოლეიშვილს სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარების გამო მოუწია. ფედერალისტების ლიდერმა "ფეისბუკ" სტატუსზე, შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორებს, მათივე პროფილებიდან აღებული არასრულწლოვნების ფოტოებით უპასუხა. დაურთო უხამსი კომენტარებიც. მალევე ბოდიში მოიხადა, თუმცა ეს თინა ბოკუჩავასთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ბოიკოტში მყოფ 7 ოპოზიციურ პარტიას ჩერგოლეიშვილთან პოლიტიკური ურთიერთობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. კრიტიკის ადრესატი თინა ბოკუჩავას განცხადების მიღმა, სხვა მოტივებს ხედავს.

თინა ბოკუჩავა ერთადერთი არ არის, ვინც ბოიკოტში მყოფ თამარ ჩერგოლეიშვილს ბოიკოტი გამოუცხადა. მორიგი კრიტიკული სტატუსის ადრესატი ამჯერად ელენე ხოშტარია აღმოჩნდა.

ელენე ხოშტარია შიმშილობას აღარ აპირებს - ამის შესახებ მანაც სოციალურ ქსელში დაწერა. თქვა, რომ რვა ოპოზიციური პარტიის დაშლა, 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობაზე გადის, თუმცა დაგმო თამარ ჩერგოლეიშვილის ქმედებაც.

ჩერგოლეიშვილის ქმედება არ მოსწონთ მაგრამ თვლიან, რომ ერთი პოლიტიკოსის შეცდომამ წინააღმდეგობა არ უნდა დააზიანოს -რვიანში შემავალი სხვა ოპოზიციური პარტიები. ბოიკოტში მყოფების დაპირისპირება არ უკვირთ იმ ოპოზიციურ პარტიებში, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს.

მორალური ღირებულებებისგან დაცლილი და პოლიტიკური მარცხისთვის განწირული - ასე აფასებენ მმართველი გუნდის ლიდერები ოპონენტებს შორის დაწყებულ დაპირისპირებას. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციური პარტიების ერთადერთი მიზანი, გარე ძალების დახმარებით და რადიკალური პროცესების გააქტიურებით, პოლიტიკური რეალობის შეცვლაა.

განსხვავებული პოლიტიკურ გზების მქონე ოპოზიციური პარტიების შემდეგ, დღეს ერთმანეთს ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური პარტიებიც დაუპირისპირდნენ. მიზეზი სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ დაწერილი კომენტარები გახდა.

დღის ამბები