ლილო-ორხევის დასახლებაში "თბილსერვის ჯგუფის" გეგმური დასუფთავების სამუშაოები ჩატარდა.
არეალში, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გარემოს დაბინძურება, ყოველდღიური გაწმენდითი სამუშაოების მიუხედავად, მაინც აღინიშნება.
თბილისის საკრებულოში ლილო-ორხევის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, მამუკა ხაბარელმა "თბილსერვის" ჯგუფის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სუფთა და კეთილმოწყობილი საცხოვრებელი სივრცის შექმნა, მუნიციპალურ სამსახურთან ერთად, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა.