21 აგვისტო 2026,   19:44
ვრცლად
თბილისის ახალი ეროვნული სტადიონის კონცეფციაზე, UEFA-ს ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, საერთაშორისო კომპანიები და ქართველი სპეციალისტები ერთად მუშაობენ

თბილისის ახალი ეროვნული სტადიონის კონცეფციაზე UEFA-ს ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, საერთაშორისო კომპანიები და ქართველი სპეციალისტები ერთად მუშაობენ.

მალე, დედაქალაქს 70 000-ზე მეტ გულშემატკივარზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების სპორტული არენა ექნება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა უეფას IV კატეგორიის მრავალფუნქციური სპორტკომპლექსის მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.

სტადიონი აეროპორტის მიმდებარედ აშენდება.

პროცესში აქტიურად არის ჩართული ჰოლანდიური საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია სპორტული ინფრასტრუქტურისა და სტადიონების ინდუსტრიის შექმნის მიმართულებით.

ახალი ეროვნული სტადიონი იქნება მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც უმასპინძლებს როგორც საერთაშორისო სპორტულ ჩემპიონატებს, ისე კონცერტებსა და სხვა მასშტაბურ ღონისძიებებს.

პროექტის შესრულების ვადად გაწერილია 4 წელი. ახალი ეროვნული სტადიონი თბილისს საერთაშორისო სპორტულ რუკაზე უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს.

დღის ამბები