20 ივნისი 2026,   06:49
ვრცლად
24 აგვისტო უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა

2021 წლის 24 აგვისტო - ამ დღეს, უკრაინამ დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღნიშნა, თუმცა მას შემდეგ ქვეყანაში ყველაფერი შეიცვალა.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან უკვე 3 წელი გავიდა. ომში მყოფი ქვეყანა დამოუკიდებლობის დღეს, საომარი მოქმედებების ფონზე, მეოთხედ ხვდება.

ომი და მშვიდობა - ეს სიტყვები კიევში, სოფიას მოედანზე დღეს ბევრჯერ გაისმა. უკრაინის პრეზიდენტმა, რომელიც ახლა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისთვის ემზადება, ქვეყნის სიძლიერესთან ერთად, ომის დასრულების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ვიდრე უკრაინა დამოუკიდებლობის შენარჩუნებასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ცდილობს, მისმა მთავარმა პარტნიორმა ომის დასასრულებლად წამმზომი ჩართო. დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკების მაგიდასთან დასასხდომად 2-კვირიან ვადას აძლევს. თუ 14 დღეში მშვიდობის კონტურები არ გამოიკვეთება, ამერიკის შეერთებული შტატები მოქმედების სხვა გეგმაზე გადავა.

ზელენსკისთან და პუტინთან მიმართებით, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე, დონალდ ტრამპმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე წერილობით მიულოცა. კიევში პირადად ჩავიდა შეერთებული შტატების პრეზიდენტის წარმომადგენელი კიტ კელოგი, რომელიც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

უკრაინაში ჩავიდა კანადის პრემიერ-მინისტრიც. მარკ კარნიმ სოფიას მოედანზე სიტყვით მიმართვის დროს, იმ გამოწვევებზე ისაუბრა რომლის წინაშეც უკრაინა და მთელი ევროპა დგას. ხაზი გაესვა, ტრამპის სამშვიდობო ინიციატივის მნიშვნელობასაც.

საზეიმო ღონისძიების პარალელურად კიევში საპროტესტო გამოსვლაც მიმდინარეობა. ქუჩაში ომში დროს დაკარგული სამხედროების მშობლები და ოჯახის წევრები გამოვიდნენ, რომლებიც ხელისუფლებისგან ამ ადამიანების სახლში დაბრუნებას ითხოვდნენ.

2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინელი დედები, დები, ცოლები და შვილები თავიანთი ოჯახის წევრების დაბრუნებას ელოდებიან. მათ შორის, იმ ჯარისკაცების ცხედრებსაც ელოდებიან, რომლებიც ფრონტის ხაზზე საომარ მოქმედებებს შეეწირნენ. ევროპის კონტინენტზე ომის დასასრულებლად, უახლოს მომავალში მსოფლიო ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის მოლოდინშია - შეხვედრის, სადაც გაირკვევა აქვთ თუ არა მხარეებს პოლიტიკური ნება, დასრულდეს ომი, რომელმაც მსოფლიოს პოლიტიკური რუკაც შეცვალა.

დღის ამბები