19 აგვისტო 2026,   02:31
ვრცლად
სოფელ კორბოულში ავარიის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა - ქვეითს მანქანა დაეჯახა

საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ კორბოულში ქვეითს მანქანა დაეჯახა - 20 წლამდე გოგო ადგილზე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მძღოლი დააკავეს.  

როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

დღის ამბები