ჰავაიზე კილაუეა ამოიფრქვა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ვიდეოჩანაწერის თანახმად, ვულკანის მორიგი ამოფრქვევა გუშინ დაფიქსირდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ვულკანმა ლავა ჰაერში 30 მეტრის სიმაღლეზე ამოისროლა. კილაუეა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია და დეკემბრიდან მოყოლებული დღემდე, ეს მისი 31-ე ამოფრქვევა იყო.
მედიის ინფორმაციითვე, ვულკანის ამოფრქვევას ამჯერად საცხოვრებელი სახლებისთვის საფრთხე არ შეუქმნია.
ვულკანი კილაუეა ჰავაის არქიპელაგის ერთ-ერთ უდიდეს კუნძულზე, ჰონოლულუდან დაახლოებით 200 კმ-ში სამხრეთით მდებარეობს.