19 აგვისტო 2026,   07:56
ვრცლად
ცვლილებები ძალაშია - უმცროს ექიმებს სერტიფიცირების და დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობის დაწყების შესაძლებლობა უკვე მიეცათ

ცვლილებები ძალაშია - უმცროს ექიმებს უკვე მიეცათ სერტიფიცირების და დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობის დაწყების შესაძლებლობა. სიახლე ხელს შეუწყობს დეფიციტური პროფესიების შევსებასაც. ახალი შესაძლებლობის შესახებ სამედიცინო პერსონალს ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა პირადად გააცნო.

ახალი წესით, უმცროს ექიმებს სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლა რეზიდენტურის პროგრამის გავლის გარეშე შეუძლიათ. თუმცა, ამისთვის გარკვეული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ: ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ საკვალიფიკაციო გამოცდა, ასევე, შესაბამისი სტაჟი, უნდა წარადგინონ შესრულებული სამუშაოს დეტალური ანგარიში.

საბოლოო გადაწყვეტილებას, მიეცემა თუ არა კონკრეტულ კანდიდატს დამოუკიდებელი საქმიანობის უფლება, პროფესიული განვითარების საბჭო მიიღებს. ინიციატივას დადებითად აფასებენ როგორც ექიმები, ასევე უმცროსი სამედიცინო პერსონალი.

ცვლილებები პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერით მომზადდა.

უმცროს ექიმებს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა 2026 წლის პირველ ოქტომბრამდე ექნებათ.

დღის ამბები