საქართველოს სასამართლოს ეფექტიანობის წლიური შეფასება გაუმჯობესდა - ეს ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია "ჰერითიჯ ფაუნდეიშენის" 2025 წლის კვლევის შედეგია.
ანგარიშის ფარგლებში, სასამართლო სისტემის ეფექტიანობის ინდექსი ევროკომისიამ გამოაქვეყნა. კვლევის შედეგებით, საქართველო არაერთ ქვეყანას უსწრებს, მათ შორის ნატო-სა და ევროკავშირის წევრებს.
სასამართლო დამოუკიდებლობა, სასამართლო პროცესის ხარისხი, საჯარო მომსახურების ხარისხისა და საჯარო სამსახურის დამოუკიდებლობის აღქმა - ეს არის კრიტერიუმები, რომლითაც მსოფლიოში სასამართლო სისტემის ეფექტიანობა შეფასდა.
ეფექტიანობის გაუმჯობესება სასამართლო სისტემაში გატარებული რეფორმების შედეგია - ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ამერიკული ორგანიზაციის კვლევის შედეგებს. დიმიტრი გვრიტიშვილი განმარტავს, რომ ქართული სასამართლო, ხშირად, უსაფუძვლო კრიტიკის ობიექტია, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა.
არასამთავრობოების და ოპოზიციის ნაწილი საერთაშორისო კვლევაში სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსის გაუმჯობესების შეფასებისგან ან თავს იკავებენ, ან საკითხს პოლიტიკური განცხადებით პასუხობენ.
საქართველო საერთაშორისო კვლევებში მონაცემებს აუმჯობესებს, თუმცა ამ ფაქტების შეგნებული უგულებელყოფა ხდება - ასე ეხმაურებიან საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს.
ევროკომისიამ "ფრიდომ ჰაუსის" 2025 წლის ანგარიშიც გამოაქვეყნა, სადაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გლობალური შეფასება მოხდა. ანგარიშის მიხედვით, 2013-დან 2025 წლამდე პერიოდში, 200 ქვეყანას შორის სასამართლო დამოუკიდებლობის შეფასების გაუმჯობესება მხოლოდ ხუთმა მოახერხა. 5 ევროპულ ქვეყანას შორის არის საქართველო.