ომი გრძელდება უკრაინაში. რუსეთმა იერიში ლვოვზე მიიტანა. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა.
კრემლის არმია ომში მყოფ ქვეყანას მასიურად დრონებით უტევს, რეგიონების უმეტესობაში საჰაერო განგაში გამოცხადდა. დაფიქსირდა რაკეტები, რომლებიც დნეპროპეტროვსკის ოლქიდან პოლტავას ოლქისკენ მიემართება, ასევე ბალისტიკური რაკეტა დნეპრის მიმართულებით და ფრთოსანი რაკეტები ჩერნიგოვის ოლქში.