10 აგვისტო 2026,   00:22
ვრცლად
"ვხსნით ზუგდიდის უნივერსიტეტის ახალ სასწავლო და პროფესიული სწავლების ინფრასტრუქტურას, რაც ამ სასწავლებლის და მთლიანად ქვეყნის კიდევ ერთი დიდი წარმატებაა" - გივი მიქანაძე

პრემიერ-მინისტრმა და განათლების მინისტრმა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსი გახსნეს და სტუმრებს სიტყვით მიმართეს. ახალი სასწავლო კორპუსი 250 სტუდენტზეა გათვლილი და მისი მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 1 749 000 ლარზე მეტი დაიხარჯა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ ქვეყნის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება. 

"დღეს ჩვენ ვხსნით ზუგდიდის უნივერსიტეტის ახალ სასწავლო და პროფესიული სწავლების ინფრასტრუქტურას, რაც ამ უმაღლესი სასწავლებლის და მთლიანად ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი დიდი წარმატებაა. საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროგრესისა და გლობალური მნიშვნელობის პროექტების განხორციელების, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის კვალდაკვალ, გაზრდილია მოთხოვნა სხვადასხვა პროფესიის სპეციალისტებზე. რაც უნივერსიტეტის საქმიანობას უფრო პრიორიტეტულსა და ქვეყნისათვის საჭიროს ხდის. შეუძლებელია არ აღინიშნოს ქვეყნის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა, რაც კონკრეტულ გადაწყვეტილებებსა თუ აქტივობებშია გამოხატული. საქართველოს პრემიერ მინისტრის, ბატონი ირაკლი კობახიძის განსაკუთრებული მხარდაჭერით, 2025 წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტი ქვეყანაში პირველად ნომერ მესამე ბიუჯეტი გახდა. ვულოცავ ზუგდიდის უნივერსიტეტს დღევანდელ დღეს, დარწმუნებული ვარ, მომავალში არა ერთი სიახლე დაინერგება სასწავლო პროცესში. მშვიდობა ჩვენს სამშობლოს, მეტი სიკეთე ზუგდიდს, მეტი სიკეთე სამეგრელო-ზემო სვანეთს და სრულიად საქართველოს," - განაცხადა გიგი მიქანაძემ.

დღის ამბები