IDFI-ის ხელმძღვანელი მის ბიზნეს საქმიანობასა და პარტნიორების რუსეთთან კავშირებზე განცხადებებს არ პასუხობს.
"კურიერი" გიორგი კლდიაშვილს დაუკავშირდა, მან მოგვიანებით დარეკვა ითხოვა, თუმცა სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობს. გუშინ, არაერთმა მედიამ დაწერა ინფორმაცია, რომელიც პოლიტიკური შეფასებების საგანიც გახდა.
"ქართული ოცნება" ორმაგ სტანდარტზე საუბრობს.
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" აღმასრულებელ დირექტორს ბიზნესი აქვს გიორგი როჩიკაშვილსა და დავით სპარსიაშვილთან, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობის პასპორტიც აქვთ. ამას გარდა, კომპანიას, რომლის დამფუძნებელიც არის გიორგი კლდიაშვილი, "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში სახელმწიფოსგან მიღებული აქვს შეღავათიანი სესხები და ფინანსური რესურსი, რომელიც წლების მიხედვით ხუთ მილიონ ლარს აჭარბებს. სწორედ მისი ბიზნეს პარტნიორები და სახელმწიფოსგან მიღებული რესურსი გახდა პოლიტიკური შეფასებების თემა.