21 აგვისტო 2026,   21:02
ვრცლად
ცნობილია ვინ დაესწრება ტრამპი-ზელენსკის შეხვედრას

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, რათა უკრაინაში ომის დასრულების გზები განიხილონ. შეხვედრა ადგილობრივი დროით 13:00-საათზე დაიწყება. nbcnews-ის ინფორმაციით, შეხვედრას ასევე დაესწრება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი.

მედიის ცნობით, შეხვედრას შეუერთდებიან ევროპელი ლიდერებიც, მათ შორის არიან: ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი.

შეგახსენებთ, რომ ტრამპმა პარასკევს ალასკაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სამიტი გამართა, რომელზეც ზელენსკი არ იყო მიწვეული. ტრამპმა სამიტს "პროდუქტიული“ უწოდა, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ შედგა.

 

 

 

 

 

დღის ამბები