მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც IDFI-ის აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს რუსეთის მოქალაქეებთან აქვს ბიზნესი. ამ თემაზე "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
"განსაკუთრებული გაკვირვება გამოიწვია-მეთქი ჩემში, რომ გითხრათ, მოგატყუებთ, იმიტომ რომ საქართველოში გვყავს პოლიტიკოსი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პროდასავლელია, რომ ჰკითხო და აგენტურული ლეგენდით რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან მილიონობით რუბლს იღებს. ამის ფონზე ეს აღარ გაგვიკვირდება, რა თქმა უნდა.
თუმცა, ასევე გვყავს რამდენიმე ათეული ადამიანი ამ ქვეყანაში, რომელიც მაგალითად დარბოდა სლოგანის "რა რუსულ კანონ" ძახილით და რუსეთში ჰქონდათ შემოსავალი დიდძალი და ეს საერთოდ არ აწუხებდათ. ეს ჩვეულებრივი ამბავი გახდა, სამწუხაროდ, მაგრამ ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ," - განაცხადა მდინარაძემ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტის" აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს ბიზნესი აქვს გიორგი როჩიკაშვილსა და დავით სპარსიაშვილთან, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობის პასპორტიც აქვთ. გიორგი კლდიაშვილი შპს "ქვევრების" დაფუძნებულია, რომელსაც მიღებული აქვს "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში სახელმწიფოსგან შეღავათიანი სესხები და ფინანსური რესურსი, რომელიც წლების მიხედვით ხუთ მილიონ ლარს აჭარბებს.