19 აგვისტო 2026,   06:09
ვრცლად
პოლიტიკური შანტაჟი - ასე აფასებს ხელისუფლება კანონების გაუქმების მოთხოვნას და ევროკომისიის პირობას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით

ევროპის პოლიტიკური ცენტრის მოთხოვნებზე თბილისიდან უარია - ხელისუფლებისთვის ბრიუსელის მხრიდან შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია. მსგავსი პოზიცია აქვთ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფშიც. "ხალხის ძალაში" ევროკავშირის ულტიმატუმის უკან კონკრეტულ მიზნებს ხედავენ. ამბობენ, რომ ოჯახური ღირებულებების დაცვისა და გამჭვირვალობის კანონები, საქართველოს ინტერესების დაცვას ემსახურება და მათი გაუქმების საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგება.

ოპოზიცია კი, ხელისუფლებას ურჩევს, ევროპის პოლიტიკური ლიდერების მოთხოვნები შეასრულოს. მათი ნაწილი შინაარსის განხილვაში არ შედის, მეორე ნაწილი კი პირდაპირ ამბობს, რომ ოჯახური ღირებულებების დაცვისა და გამჭვირვალობის კანონები უნდა გაუქმდეს.

შანტაჟი ქართველი ხალხის წინააღმდეგ - ასე აფასებს სახელისუფლებო გუნდი ევროკავშირის მოთხოვნებს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ თბილისში მიღებულ კანონებს, ევროინტეგრაციასა და უვიზოდ მიმოსვლის საკითხთან კავშირი არ აქვს. ოჯახური ღირებულებების დაცვისა და გამჭვირვალობის კანონები კი ევროპულ ღირებულებებთან თანხვედრაშია.

მმართველ გუნდში იმასაც აცხადებენ, რომ საქართველოს ევროპული კურსი კონსტიტუციით სწორედ "ქართული ოცნების" ინიციატივით გამყარდა. აქედან გამომდინარე, ევროპულ გაერთიანებას, ქვეყანა ტრადიციული ფასეულობებით უნდა შეუერთდეს.

დღის ამბები