21 აგვისტო 2026,   17:56
ვრცლად
"როგორ უნდა ჩამოართვა ხელი იმ ხელზე, ვინც ახლაც, ამ წუთებშიც კლავს... საზიზღარი დროა. ამორალური" - ლაშა ბუღაძე ტრამპი-პუტინის შეხვედრის შესახებ

ალასკაზე გამართული შეხვედრა აქტიური განხილვის თემაა საქართველოშიც. პუტინი-ტრამპის მოლაპარაკებებს სოციალურ ქსელში აქტიურად ეხმაურებიან საქართველოშიც.  

"რამდენი ბავშვი მოკლა რუსების ცარიოკმა თუნდაც მხოლოდ 2022 წლის 24 თებერვლიდან... როგორ უნდა ჩამოართვა ხელი" - წერს ლაშა ბუღაძე.

"დოსტოევსკი რომ წერდა, ბავშვის ერთ ცრემლად არ ღირს მთელი სამყაროო... ყალბი თავადაც. პედოფილი, სტავროგინის თვითგვემით რომ ცდილობდა სინდისის დამშვიდებას "ეშმაკებში". თითქოს სად დოსტოევსკი და სად პუტინი! პირველს სინდისი მაინც ჭამდა და რაღაც დემონურს ფლობდა, გენიალურს, მაგრამ დღეს ეს "დოსტოევშჩინა" გამახსენა ამის კმაყოფილმა სახემ და აპრიალებულმა ყვრიმალებმა: რომ ტკბება სიკვდილითა და პატივმოყვარეობით. და რაღაცა ძალიან რუსულიც რომ არის ეს - სიკვდილისკენ ლტოლვა. ერთ ცრემლად არ ღირსო და რამდენი ბავშვი მოკლა რუსების ცარიოკმა თუნდაც მხოლოდ 2022 წლის 24 თებერვლიდან... როგორ უნდა ჩამოართვა ხელი იმ ხელზე, ვინც ახლაც, ამ წუთებშიც კლავს... პოლიტკოვსკაია რომ ჩააწვინა საფლავში, ის უბედური ნავალნიც - უკვე მასხარა იორიკის ღიმილით ხრწნად თავისქალაზე, და ვითომც არაფერი; და ათასობით უკრაინელი, ჩეჩენი, ქართველი, და რუსიც, თავისი რუსებიც, ასი ათასები... როგორ უნდა ჩამოართვა ამას ხელი... საზიზღარი დროა. ამორალური" - წერს ლაშა ბუღაძე.

დღის ამბები