19 ივნისი 2026,   09:38
ვრცლად
ტრამპის  განცხადებით, პუტინთან შეხვედრისას შეთანხმების გზაზე "დიდ პროგრესს“ მიაღწიეს, თუმცა მიზანი მიღწეული არ არის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან და რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ორმხრივი შეხვედრის დროს, შეთანხმების გზაზე "დიდ პროგრესს" მიაღწიეს, თუმცა დასძინა, რომ არავითარი ხელშეკრულება არ დაიდება, ვიდრე შეთანხმება არ შედგება.

"ცოტა ხანში ნატოში დავრეკავ. დავურეკავ იმ ადამიანებს, რომლებიც, ჩემი აზრით, შესაფერისები არიან და რა თქმა უნდა, დავურეკავ პრეზიდენტ ზელენსკის და მოვუყვები დღევანდელი შეხვედრის შესახებ. საბოლოო ჯამში, ყველაფერი მათზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ტრამპმა ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში დღევანდელი სამიტის შემდეგ.

"ჩვენ გვქონდა უკიდურესად პროდუქტიული შეხვედრა და ბევრ საკითხზე შევთანხმდით", - თქვა ტრამპმა და დასძინა: "ჩვენ მიზანს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ამის ძალიან კარგი შანსი გვაქვს".

როგორც CNN-ი წერს, ტრამპის განცხადებით, უკრაინას "მოუწევს დაეთანხმოს" იმას, რაც სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ ვიტკოფმა და მისი ადმინისტრაციის სხვა წევრებმა პუტინთან დღეს განიხილეს, თუმცა მან შეთანხმების ფარგლების შესახებ არაფერი დააკონკრეტა.

დღის ამბები