წალკა, დმანისი, ახმეტა - სამი ქალაქი, სადაც თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნება" გამარჯვებისთვის ემზადება. სამივე ქალაქში მერობის კანდიდატებად მმართველმა გუნდმა მოქმედი მერები დაასახელა.
ადგილობრივებს მოლოდინი აქვთ რომ ალექსი ფიცხელაური მეორე ვადითაც ისეთივე წარმატებული მერი იქნება როგორიც პირველ ჯერზე. მხარდაჭერას უცხადებენ და მერობის კანდიდატად ხელმეორედ დასახელებას ულოცავენ.
როგორც ირკვევა, მადლიერი მოსახლეობა და ხალხის სიყვარული მისი მთავარი მოტივატორია. განხორციელებული პროექტი ბევრი აქვს, ბევრიც ახლა მიმდინარეობს, სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე კი უკვე თამამად საუბრობს.
ამბიცია აქვს მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში ბახტრიონის ტყეპარკის პროექტი განახორციელოს. საბჭოთა პერიოდის შემორჩენილ ინფრასტრუქტურას სრულად განაახლებს და ეკოტურისტული სივრცის მოწყობას აპირებს.
ალექსი ფიცხელაურმა "კურიერს" ის ინფრასტრუქტურული პროექტებიც დაგვათვალიერებინა, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს. აქვე მოსახლეობასთან გასაუბრებაც შევძელით
"ქართული ოცნების "მერობის კიდევ ერთი კანდიდატი, რომელსაც გუნდმა ნდობა ხელმეორედ გამოუცხადა დმანისის მოქმედი მერი კობა მურადაშვილია.
2021 წელს მის მთავარ გამოწვევას დმანისში სატრანსპორტო პოლიტიკის არ არსებობა წარმოადგენდა. კობა მურადაშვილის საარჩევნო დაპირებაც სწორედ ეს იყო. დღეს კი ამ შესრულებულ მისიაზე სიამაყით საუბრობს.
კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიღწევად და ისტორიულ პროექტად მიიჩნევს დმანისის წყალმომარაგების პროექტს. ამბობს რომ გუნდის დაუღალავი შრომით მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს სასმელი წყალი 24 საათის განმავლობაში მიეწოდება.
4 წლის მანძილზე ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება შეძლო. თუმცა აქვს ამბიცია რომ კიდევ უფრო მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია მუნიციპალიტეტისთვის. ამჯერად მისი მთავარი მიზანი ახალგაზრდების ხელშეწყობა და მათთვის სამუშაო ადგილებისა და სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტრების შექმნაა. მულტიფუნქციური სპორტკომპლექსის აშენებას აპირებს და გეგმავს, რომ ყველა სოფელი სპორტული მოედნით უზრუნველყოს.
დმანისის მერმა ახალგაზრდებს ახალგაზრდული დღეები მიულოცა. ამ დღის აღსანიშნავად კი დმანისში ფესტივალიც მოეწყო.
ქვემო ქართლის კიდევ ერთი რაიონის მოქმედი მერი მიიღებს 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას. წალკის მერობის კანდიდატად ილია საბაძე ქართულმა ოცნებამ მეოთხედ დაასახელა.
2013 წლიდან წალკის გამგებელია, 2017 წლიდან დღემდე კი ასრულებს მერისთვის დაკისრებულ მოვალეობებს. როგორც ადგილობრივები ამბობენ თავად ადგილობრივი მერი, კარგად იცნობს მათ საჭიროებებს. ილია საბაძის ერთგვარ სავიზიტო ბარათს წარმოადგენს წალკის ცენტრალური პარკი, სწორედ იქ გავესაუბრეთ მერსა და მოქალაქეებს,
იგივე ტემპითა და წარმატებით აპირებს გააგრძელოს საქმიანობა წალკის მოქმედმა მერმა. ილია საბაძეს სწორედ საკუთარი გამოცდილება და შესრულებული სამუშაოები აძლევს გამბედაობას კიდევ ერთხელ იყაროს კენჭი მუნიციპალურ არჩევნებში.
კიდევ ერთი პროექტი, რომლითაც ილია საბაძე ამაყობს სპორტკომპლექსის რეაბილიტაციაა. სწორედ ამ დარბაზმა რამდენიმე ჩემპიონი აღზარდა.
ავტორი: კესო ქაფიანიძე.