აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბელორუსის უაღრესად პატივცემულ პრეზიდენტთან, ძალიან ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
"შესანიშნავი საუბარი მქონდა ბელორუსის უაღრესად პატივცემულ პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. ზარის მიზანი იყო მისთვის მადლიერების გამოხატვა 16 პატიმრის გათავისუფლებისთვის. ასევე, ვსაუბრობთ კიდევ 1 300 პატიმრის გათავისუფლებაზე. ჩვენი საუბარი ძალიან ნაყოფიერი იყო. განვიხილეთ მრავალი თემა, მათ შორის, პრეზიდენტ პუტინის ვიზიტი ალასკაზე. მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან მომავალში შეხვედრას. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის", - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.