19 აგვისტო 2026,   07:34
ვრცლად
"სპეკულაციები არის ის, რომ ენტონი ბლინკენი რომ შეხვდება ჩინეთის წარმომადგენელს, ენტონი ბლინკენი იყო ამერიკის სახელმწიფო მდივანი" - ლევან სანიკიძე

ჩინელი პოლიტიკოსის დაკავების შესახებ რამდენიმე მედიასაშუალებაში გამოქვეყნებულ სტატიასა და სოციალურ ქსელში აგორებულ კამპანიას ოპოზიციაში ეხმაურებიან.  

"ჩინეთში დააკავეს მაღალჩინოსანი, რომელიც "ოცნების" დელეგაციებს მასპინძლობდა" - "რადიო თავისუფლების" ამ სათაურით გამოქვეყნებული სტატია ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა და აქტივისტებმა "ფეისბუქში" გააზიარეს

პარტია "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან სანიკიძის თქმით, მათ პარტიას ჰქონდა ჩამოყალიბებული სტრუქტურული ურთიერთობები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. 

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა ჩამოყალიბებული სტრუქტურული ურთიერთობები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, მაგრამ, ქვეყნის ევროინტეგრაციის ხარჯზე ეს არ მომხდარა. იმის მაგივრად, რომ ხვდებოდეს ევროპელ ლიდერებს და ცდილობდეს ხალხის გადარწმუნებას, ვის ხვდება? კომუნისტური პარტიის მიერ დასაჭერ ხალხს? თავისივე გუნდმა მოინელა. სპეკულაციები არის ის, რომ ენტონი ბლინკენი რომ შეხვდება ჩინეთის წარმომადგენელს, ენტონი ბლინკენი იყო ამერიკის სახელმწიფო მდივანი," - აცხადებს ლევან სანიკიძე.

საუბარია დიპლომატ ლიუ ძინ-ჩაოზე, რომელსაც დასავლურ მედიაში მომავალ საგარეო საქმეთა მინისტრად განიხილავდნენ. 61 წლის დიპლომატი ჩინეთის მმართველ პარტიაში უცხო ქვეყნის პოლიტიკურ ორგანიზაციებთან ურთიერთობებს კურირებდა. ის პოსტზე 2022 წელს დაინიშნა, ბოლო 3 წლის განმავლობაში კი ჰქონდა ვიზიტები 20-ზე მეტ სახელმწიფოში, თავად კი მასპინძლობდა 160-ზე მეტი ქვეყნის დელეგაციებს.

დღის ამბები