"სამწუხაროდ, ევროკავშირის ომის მომხრე პოლიტიკოსები სამიტამდე ყველა დღეს იყენებენ იმისთვის, რომ მშვიდობიან გზას ძირი გამოუთხარონ და ტრამპისა და პუტინის შეხვედრას საბოტაჟი მოუწყონ", - ეს განცხადება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
პიტერ სიიარტოს თქმით, შეხვედრამდე ესაუბრა რუსეთის ვიცე-პრემიერს.
"კიდევ ერთხელ დავადასტურე უნგრეთის პოზიცია, ომის ბედი არა ბრძოლის ველზე, არამედ მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყდება. ახლა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ალასკაა, რადგან შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, შესაძლოა, უკრაინაში ომის დასრულებისკენ გადამწყვეტი ნაბიჯი იყოს", – წერს სიიარტო.