05 აგვისტო 2026,   15:58
ვრცლად
"ეკოლიდერთა სკოლა" - 2025 წლის სასწავლო კურსი დასრულდა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამის "ეკოლიდერთა სკოლა" 2025 წლის სასწავლო კურსი დასრულდა. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა დაგარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლებისცენტრის წარმომადგენელმა თამარ ლომიძემმოსწავლეებს კურსის დასრულება მიულოცეს დასერტიფიკატები გადასცეს. 

"ეკოლიდერთა სკოლა" 2016 წლიდან ხორციელდება დამისი მიზანია ახალგაზრდა თაობისათვისგარემოსდაცვითი საკითხების სწავლება და ამმიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლება. 

სასწავლო კურსი ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსწავლეებს ლექციებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლებისცენტრის წარმომადგენლები და მოწვეულისპეციალისტები უტარებდნენ.

თეორიული სწავლების შემდეგ, მოსწავლეები, პრაქტიკული ნაწილის ფარგლებში, სოფლის მეურნეობისსახელმწიფო ლაბორატორიას, დიღმის ტყის პარკს, საწარმო შპს "სუფთა სამყაროს" და ალგეთის ეროვნულპარკს ეწვივნენ. 

სასწავლო კურსი პროექტ "ECO GEORGIA-ს" ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა. მასში მონაწილეობა მიიღეს მეცხრედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით სკოლის მოსწავლეებმა. მონაწილეთა შერჩევა კონკურსის საფუძველზე მოხდა.

დღის ამბები