19 აგვისტო 2026,   00:39
ვრცლად
"ოპოზიციური პარტიები რას იზამენ ან ვისზე ჩამოყალიბდებიან, იქიდან გამომდინარე, თუ ვისზე დადის ჭორები, არ გამოიყურება ეს სერიოზულად" - ალექსანდრე რაქვიაშვილი

"ოპოზიციური პარტიები რას იზამენ ან ვისზე ჩამოყალიბდებიან, იქიდან გამომდინარე, თუ ვისზე დადის ჭორები, უბრალოდ არ გამოიყურება ეს სერიოზულად" - ეს განცხადება პარტია "გირჩის" სათათბიროს წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებულ მერობის კანდიდატურებთან დაკავშირებით გააკეთა. 

მისი თქმით, "ლელომ" და გახარიამ "კლოუნადა" მოაწყვეს. 

"ოპოზიციური პარტიები რას იზამენ ან ვისზე ჩამოყალიბდებიან, იქიდან გამომდინარე, თუ ვისზე დადის ჭორები, უბრალოდ არ გამოიყურება ეს სერიოზულად. კლოუნადა, რომელიც მოაწყვეს "ლელომ" და გახარიამ, უბრალოდ არ იქნებოდა სწორი და უპატივცემულობაც იქნებოდა ამომრჩევლის მიმართ, რომ სწორი არჩევანი არ შევთავაზოთ. ამიტომ ჩვენ წარვადგენთ თბილისის მერობის კანდიდატს, მაგრამ ეს იქნება ჩვენი მხარდამჭერების მიერ არჩეული კანდიდატი. ამიტომ, უკვე გაიხსნა პრაიმერისი," - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.  

დღის ამბები